რა საკითხები განიხილეს ვლადიმერ პუტუნმა და იბრაჰიმ რაისმა?

რა საკითხები განიხილეს ვლადიმერ პუტუნმა და იბრაჰიმ რაისმა?

2042654
რა საკითხები განიხილეს ვლადიმერ პუტუნმა და იბრაჰიმ რაისმა?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ ყარაბაღში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

კრემლიდან გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და იბრაჰიმ რაისიმ სატელეფონო საუბარი გამართეს.

სატელეფონო საუბრის დროს, ყარაბაღში განვითარებული მოვლენები და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესი განიხილეს. ხაზი გაესვა პრობლემების პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარების მნიშვნელობას.

მეორეს მხრივ, სატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა გამოხატა ინტერესი 3+3-ის საკონსულტაციო ჩარჩოს გააქტიურებასთან დაკავშირებით.

ცნობისათვის, 3+3 ფორმატი აერთიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 წევრ სახელმწიფოს,- საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, — და რეგიონის გარეთ მყოფ, თუმცა მასზე გავლენის მქონე სამ სახელმწიფოს: თურქეთს, ირანს და რუსეთს.



მსგავსი ინფორმაციები