ბრიუსელში აზერბაიჯანის და სომხეთის წარმომადგენლებს შეხვედრა გაიმართება

ბრიუსელში აზერბაიჯანის და სომხეთის წარმომადგენლებს შეხვედრა გაიმართება

2041742
ბრიუსელში აზერბაიჯანის და სომხეთის წარმომადგენლებს შეხვედრა გაიმართება

ხვალ, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიქმეთ ჰაჯიევი შეხვედრას გამართავენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, სომხეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესი“, ქვეყნის უშიშროების საბჭოს გენერალურ სამდივნოზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეხვედრას ასევე დაესწრებიან საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მრჩევლებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია 5 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში  სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების დაგეგმილი შეხვედრის მომზადებაა.



მსგავსი ინფორმაციები