ავიაშოუზე ორი თვითმფრინავის შეჯახების შედეგად პილოტები დაიღუპნენ

ავიაშოუზე ორი თვითმფრინავის შეჯახების შედეგად პილოტები დაიღუპნენ

2038685
ავიაშოუზე ორი თვითმფრინავის შეჯახების შედეგად პილოტები დაიღუპნენ

ამერიკის შეერთებული შტატების ნევადის შტატში გამართულ ავიაშოუზე ორი თვითმფრინავის შეჯახების შედეგად ორი პილოტი დაიღუპა.

შემთხვევა, ნევადაში, ქალაქ რენოში გამართულ ღონისძიებაზე „Reno Air Races“-ზე მოხდა.

რენოს საჰაერო რბოლის ასოციაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  შოუს დახურვის დროს ჰაერში ორი თვითმფრინავი შეეჯახა ერთმანეთშ.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეჯახების შედეგად ორივე თვითმფრინავის პილოტები დაიღუპნენ.

ოფიციალურმა პირებმა მომხდარის მიზეზის გამო გამოძიება დაიწყეს.



მსგავსი ინფორმაციები