ზელენსკი თეთრ სახლსა და კონგრესს ეწვევა

ზელენსკი თეთრ სახლსა და კონგრესს ეწვევა

2037628
ზელენსკი თეთრ სახლსა და კონგრესს ეწვევა

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი თეთრ სახლსა და კონგრესს ეწვევა.

აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც არ ისურვეს ვინაობის დასახელება, განაცხადეს, რომ ზელენსკის ვიზიტი შედგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის შემდეგ, რომელიც ნიუ-იორკში მომავალ კვირას გაიმართება.

მათი თქმით, ზელენსკი მომავალ კვირას ხუთშაბათს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება.

თავის მხრივ, აშშ-ის კონგრესი ამჟამად განიხილავს უკრაინის დამატებითი 21 მილიარდი დოლარის დახმარებას. კონგრესის ზოგიერთი რესპუბლიკელი ამტკიცებს, რომ უკრაინის დახმარება უნდა შეწყდეს და ხარჯების შემცირება ფედერალურ ბიუჯეტში უნდა მოხდეს.

ცნობისათვის, ზელენსკიმ 2022 წლის დეკემბერში ვაშინგტონში ვიზიტის დროს სიტყვით მიმართა კონგრესს და განაცხადა, რომ აშშ-ს დახმარება უკრაინაში არ არის „დონაცია“, არამედ ინვესტიცია „გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში“.



მსგავსი ინფორმაციები