მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2681-მდე გაიზარდა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2681-მდე გაიზარდა

2035972
მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2681-მდე გაიზარდა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2681-მდე გაიზარდა.

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 ათას 681-მდე, ხოლო დაშავებულთა 2 ათას 501-მდე გაიზარდა.

მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 სექტემბრის ღამეს მომხდარი მიწისძვრის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რომლის ეპიცენტრი მარაკეშის ალ-ჰუზის რაიონში იყო, დაღუპულთა რიცხვი 2 ათას 681-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 2 ათას 501-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს ღამით მაროკოში 7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშის ელ-ჰუზის რაიონი იყო.

მიწისძვრის ბიძგები ასევე იგრძნობოდა დედაქალაქ რაბათში, ქალაქებში კასაბლანკაში, მეკნესში, აგადირსა და ფესში.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #მაროკო

მსგავსი ინფორმაციები