ლიბიაში წყალდიდობის შედეგად 2 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად 2 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

2035978
ლიბიაში წყალდიდობის შედეგად 2 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად 2 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ლიბიის აღმოსავლეთით ცენტრალურ ხმელთაშუა ზღვაში ქარიშხალი „დანიელის“ გამო დაღუპულთა რიცხვი 2 ათასს აჭარბებს. ლიბიის პრემიერ-მინისტრმა დიბეიბემ საერთაშორისო დახმარების მოწოდება გააკეთა.

ქარიშხალმა დანიელმა, რომელმაც საბერძნეთში კატასტროფა გამოიწვია, ნგრევა მოუტანა ლიბიას.

გამოცხადდა, რომ 2 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 7 ათასამდე დაიკარგა სტიქიის შედეგად, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთით მძვინვარებდა.

დედაქალაქ ტრიპოლში მინისტრთა რიგგარეშე საბჭოს შეკრება გაიმართა. ქვეყანაში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა.

ლიბიის პრემიერ-მინისტრი დიბეიბე წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ტერიტორიებისთვის საერთაშორისო დახმარებას ითხოვს.

ქარიშხალმა ყველაზე მეტად ჯაბალ ალ-აჰდარის და თუკრას რეგიონები დააზარალა.

ქალაქები ალ-ბაიდა, სუსი, ალ-მარჯი და დერნა დაიტბორა. იმ ადგილებში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა, კომენდანტის საათიც გამოცხადდა.

თურქეთმა ლიბიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმრის წერილი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ვუსამძიმრებთ ლიბიის მეგობარ და მოძმე ხალხს და მთავრობას. თურქეთი მზადაა მოძმე ლიბიას ყველანაირი მხარდაჭერა გაუწიოს“.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #ლიბია

მსგავსი ინფორმაციები