მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

2035567
მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

მაროკოში მომხდარი 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 2122-მდე გაიზარდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2122-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 2421-მდე გაიზარდა, რომელთაგან 1404-ის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ მაროკოში ძლიერი მიწისძვრა 8 სექტემბერს ადგილობრივი დროით 23:10 საათზე მოხდა. მიწისძვრის ბიძგები როგორც დედაქალაქ რაბათში ასევე სხვა ქალაქებშიც იგრძნობოდა.



მსგავსი ინფორმაციები