ბრიტანეთი ემზადება ვაგნერის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებისთვის

ბრიტანეთი ემზადება ვაგნერის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებისთვის

2033529
ბრიტანეთი ემზადება ვაგნერის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებისთვის

ბრიტანეთი ემზადება ვაგნერის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებისთვის

”ნათელი და მარტივია, ისინი ტერორისტები არიან”. - თქვა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სუელა ბრავერმანმა. მან განაცხადა, რომ ვაგნერის ჯგუფი, რომელიც შედგება რუსი დაქირავებული ჯარისკაცებისგან, მოხვდება დიდი ბრიტანეთის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრავერმანმა ვაგნერის ჯგუფს უწოდა "რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რუსეთის ფარგლებს გარეთ სამხედრო მანქანა".

„მაშინ როცა პუტინის რეჟიმი ფიქრობს რა უქნას მის მიერ შექმნილ ურჩხულს, ვაგნერი აგრძელებს დივერსიულ ქმედებებს, რომლებიც ემსახურება კრემლის პოლიტიკურ მიზნებს“. - თქვა ბრავერმანმა და დაამატა: ”ნათელი და მარტივია, ისინი (ვაგნერი) არიან ტერორისტები და ბრძანებით, რომელსაც ჩვენ გამოვცემთ, ბრიტანეთი ამას ასახავს თავის კანონში. ვაგნერი მონაწილეობდა ძარცვაში, წამებაში, ბარბაროსულ მკვლელობებში. მისი ქმედებები უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში არის საფრთხე გლობალური უსაფრთხოებისთვის“.

ბრავერმანმა დასძინა, რომ ვაგნერის არალეგალურად გამოცხადებით ისინი აგრძელებდნენ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვაგნერის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ საბოლოო განცხადების გაკეთება ხვალ არის მოსალოდნელი.

თუ ის ოფიციალურად გამოცხადდა ტერორისტულ ორგანიზაციად, 2000 წლის ტერორიზმის კანონის მიხედვით, ვაგნერის მხარდამჭერებს შეიძლება 14 წლამდე პატიმრობა მიესაჯოს და გატარდეს ისეთი ზომები, როგორიცაა მათი ქონების გაყინვა ან ჩამორთმევა.

ასევე, დანაშაული იქნება ვაგნერში გაწევრიანება და მის შეხვედრებზე დასწრება, მხარდაჭერა, ასევე საჯარო ადგილებში ვაგნერის სიმბოლოების, ლოგოების და დროშების ტარება.



მსგავსი ინფორმაციები