ავიაკატასტროფა მექსიკაში

ავიაკატასტროფა მექსიკაში

2033822
ავიაკატასტროფა მექსიკაში

მექსიკის ხალისკოს შტატში, სიმინდის ყანაში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას სამი ადამიანი დაიღუპა.

ხალისკოს სამოქალაქო დაცვის ადგილობრივი საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქ კოლიმიდან აფრენილი კერძო ვერტმფრენი ქალაქ ტუქსპანში სიმინდის ყანაში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.

მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ რეგიონში მრავალი სამძებრო-სამაშველო ჯგუფი გაიგზავნა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზის გამოძიება მიმდინარეობს.


საკვანძო სიტყვები: #ავიაკატასტროფა მექსიკაში

მსგავსი ინფორმაციები