სად გაიმართება კიმ ჩენ ინის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა?

სად გაიმართება კიმ ჩენ ინის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა?

2032986
სად გაიმართება კიმ ჩენ ინის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა?

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეხვედრას რუსეთში გამართავენ.

სააგენტო „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი უახლოეს მომავალში რუსეთში ჩავა, რათა განიხილოს რუსული არმიისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებისა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხები. სააგენტოს ინფორმაციით, კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტი, 26 ივლისს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ფხენიანში ვიზიტის დროს განისაზღვრა.

მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ვლადივოსტოკში, ფხენიანიდან დაჯავშნილი მატარებლით გაემგზავრება. ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ კიმი დაესწრება აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც ვლადივოსტოკში 10-13 სექტემბერს გაიმართება.

მეორე მხრივ, ჩრდილოეთ კორეას საკითხთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთს პირველად 2019 წელს ეწვია.



მსგავსი ინფორმაციები