ASEAN-ის სამიტი იწყება

სამიტი 7 სექტემბერს დასრულდება

2033150
ASEAN-ის სამიტი იწყება

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში დღეს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) 43-ე სამიტი იწყება.

სამიტის ფარგლებში გაიმართება, ინდო-წყნარი ოკეანის ფორუმი და ეკონომიკური ინტეგრაციისა და რეგიონული საკითხებიც განიხილება.

სამიტზე, ლიდერების დღის წესრიგში, მიანმარში სამხედრო გადატრიალების შედეგად გამოწვეული პრობლემები და მიმდინარე შიდა კონფლიქტები, სუვერენიტეტის დავები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მზარდი კონკურენცია და გავლენისთვის ბრძოლა იქნება.

სამიტი 7 სექტემბერს დასრულდება.


საკვანძო სიტყვები: #ASEAN-ის სამიტი იწყება

მსგავსი ინფორმაციები