რუსეთმა შავ ზღვაში 4 უკრაინული ჩქაროსნული ნავი გაანადგურა

რუსეთმა შავ ზღვაში 4 უკრაინული ჩქაროსნული ნავი გაანადგურა

2032719
რუსეთმა შავ ზღვაში 4 უკრაინული ჩქაროსნული ნავი გაანადგურა

რუსეთმა გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში 4 უკრაინული ჩქაროსნული ნავი მათ ეკიპაჟებთან ერთად გაანადგურა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს დილით, რუსმა ძალებმა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთით უკრაინის დესანტის 4 ჩქაროსნული ნავი გაანადგურეს.

სამინისტროს განცხადებით, აშშ-ს წარმოების Willard Marine Sea Force-ის გასაბერი კატარღები ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე კონცხ ტარხანკუტისკენ მიემართებიან.

თავის მხრივ, რუსეთმა გამოაცხადა, რომ 30 აგვისტოს მსგავსი თავდასხმის შედეგად გაანადგურა 4 სამხედრო ნავი, რომლებითაც 50 უკრაინელი ჯარისკაცი გადაადგილდებოდა.



მსგავსი ინფორმაციები