აშშ: „მადლობას ვუხდით თურქეთს მარცვლეულის ინიციატივისთვის“

აშშ: „მადლობას ვუხდით თურქეთს მარცვლეულის ინიციატივისთვის“

2031590
აშშ: „მადლობას ვუხდით თურქეთს მარცვლეულის ინიციატივისთვის“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მადლობა გადაუხადა თურქეთს მნიშვნელოვანი დიპლომატიური ძალისხმევისთვის შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების კონტექსტში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაქან ფიდანის, მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა: „რუსეთის მხრიდან მარცვლეულის შეთანხმების დატოვება სერიოზულ პრობლემებს უქმნის სასურსათო დაუცველობას. აშშ, როგორც თურქეთის ასევე სხვა ქვეყნების ძალისხმევას, დააბრუნონ რუსეთი შეთანხმებაში, მიესალმება და მადლიერია. ჩვენ როგორც გაეროსთან ასევე თურქეთთან, რომლებიც დიდ ძალისხმევას ხმარობენ იმისათვის, რომ მარცვლეულის ინიციატივა შესაძლებელი და ფუნქციონალური იყოს, მუდმივ კავშირშია. მადლობას ვუხდით ჩვენს  ნატოს მოკავშირეს თურქეთს მისი დიპლომატიური და ოპერატიული ძალისხმევისთვის შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების კონტექსტში.“



მსგავსი ინფორმაციები