ლიბიის პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება შეუჩერა

ლიბიის პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება შეუჩერა

2029872
ლიბიის პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება შეუჩერა

ლიბიის პრემიერ-მინისტრმა აბდულჰამიდ დიბეიბემ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ნეჯლა ელ-მენკუშის ისრაელელ კოლეგასთან, ელი კოენისთან შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება შეუჩერა.

ლიბიის ეროვნული ერთიანობის მთავრობის მიერ გამოცხადებულ N 368 ბრძანებულებაში ნათქვამია: „გადაწყდა ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის ნეჯლა ელ-მენკუშის თანამდებობის შეჩერება და მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება“.

ბრძანებულების თანახმად, ელ-მენკუშის გამოძიებას ლიბიის იუსტიციის მინისტრის თავმჯდომარეობით შექმნილი კომისია განახორციელებს.

მეორეს მხრივ, საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროც ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ იტალიის დედაქალაქ რომში, ისრაელის მინისტრთან შეხვედრა ოფიციალური არ იყო.

„ეს არის მტკიცე და შეუქცევადი გადაწყვეტილება. ეს არის არაფორმალური და ექსპრომტი შეხვედრა, რომელიც შედგა რომში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს. იგი არ მოიცავდა რაიმე დისკუსიას, შეთანხმებას ან კონსულტაციას. პირიქით, მინისტრმა ნათლად და ცალსახად დაფიქსირება ლიბიის პოზიცია პალესტინის საკითხზე“, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები