უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი დანიას ეწვია

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი დანიას ეწვია

2026960
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი დანიას ეწვია

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი დანიას ეწვია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჰოლანდიის შემდეგ დანიას ეწვია.

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო ჰოლანდიასა და დანიას უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებისთვის, ზელენსკი ამ ორ ქვეყანას ეწვია.

ჰოლანდიიდან უკრაინის პრეზიდენტი დანიის სამხრეთში მდებარე Skrydstrup-ს საჰაერო ბაზაზე ჩავიდა.

მას იქ დახვდნენ დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი და თავდაცვის მინისტრი იაკობ ელემან-იენსენი.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ მზად არიან გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა "სანამ ეს საჭირო იქნება" და რომ ქვეყანაში გააგზავნიან 19 ერთეულ F-16 საბრძოლო თვითმფრინავს, მათგან 6 ერთეულს წლის დასაწყისში.

გამოაცხადა, რომ დანარჩენი 8 თვითმფრინავი მიწოდებული იქნება მომდევნო წლის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი 5 ერთეული 2025 წელს. ფრედერიკსენმა ზელენსკის განუცხადა: „გთხოვთ, მიიღოთ ეს დახმარება, როგორც თქვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დანიის ურყევი მხარდაჭერის სიმბოლო“.

ფრედერიკსენმა ასევე თქვა, რომ ამჟამად 70-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი იმყოფება დანიაში წვრთნებზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე უწოდა ჰოლანდიისა და დანიის F-16-ის დახმარებას "ბიძგი" იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყოყმანობენ უკრაინისთვის იგივე დახმარების გაწევაზე.

კითხვაზე, ექვემდებარება თუ არა F-16-ების მიწოდება ისეთ პირობებს, როგორიცაა ამ თვითმფრინავების არ გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე, ზელენსკიმ თქვა, რომ ეს საკითხი არ განხილულა, მაგრამ უკრაინის ტერიტორიის დაცვა არის "მთავარი მიზანი".


საკვანძო სიტყვები: #დანია , #ზელენსკი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები