ვენესუელამ პალესტინაში წარმომადგენლობა საელჩოს დონეზე აამაღლა

ვენესუელამ პალესტინაში წარმომადგენლობა საელჩოს დონეზე აამაღლა

2026275
ვენესუელამ პალესტინაში წარმომადგენლობა საელჩოს დონეზე აამაღლა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვენესუელამ პალესტინაში მოქმედი დიპლომატიური წარმომადგენლობის დონე საელჩომდე აამაღლა.

პალესტინის ოფიციალური სააგენტო WAFA-ს ინფორმაციით, პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენესუელამ, პალესტინაში დიპლომატიური წარმომადგენლობის დონე საელჩოს დონეზე აამაღლა და ამისათვის კმაყოფილება გამოთქვა.

განცხადებაში ეს გადაწყვეტილება შეფასდა, როგორც ვენესუელას მიერ 2009 წელს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების და ორ მეგობარ ქვეყანას შორის ისტორიული ურთიერთობების სიღრმის მაჩვენებელი.

გადაწყვეტილებით კმაყოფილია არაბული პარლამენტიც

არაბული პარლამენტის მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილებას მიესალმა და შეაქო ვენესუელას მყარი პოზიცია, რომელიც მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოსა და ხალხის უფლებებს ყველა დონეზე.


საკვანძო სიტყვები: #საელჩო , #პალესტინა , #ვენესუელა

მსგავსი ინფორმაციები