ინდოეთში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა

ინდოეთში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა

2026256
ინდოეთში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა

ინდოეთში ძლიერი წვიმების გამო გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 72-მდე გაიზარდა.

ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ჰიმაჩალ-პრადეს შტატში ძლიერი წვიმა და ქარი კვლავ მძვინვარებს.

ჰიმაჩალ-პრადეს შტატის პრემიერ-მინისტრმა სუხვინდერ სინგ სუხუმ მედიას განუცხადა, რომ შტატში ძლიერი წვიმის გამო ბოლო მონაცემებით 72 ადამიანი დაიღუპა. 2000-ზე მეტი ადამიანი ვერტმფრენებით  და მოტორიანი ნავებით გადაარჩინეს.

მან ასევე დასძინა, რომ შეშფოთებულია დაღუპულთა რაოდენობის მატებით და დაამატა, რომ სამძებრო-სამაშველო და აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

მეორეს მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფრასტრუქტურაზე მუსონური წვიმების შედეგად გამოწვეული ნგრევის აღდგენას შეიძლება ერთი წელი დასჭირდეს და სავარაუდო ზარალი დაახლოებით 100 მილიარდი დოლარია.



მსგავსი ინფორმაციები