მაროკოში 130 არალეგალური სენეგალელი მიგრანტი გადაარჩინეს

მაროკოში 130 არალეგალური სენეგალელი მიგრანტი გადაარჩინეს

2024073
მაროკოში 130 არალეგალური სენეგალელი მიგრანტი გადაარჩინეს

მაროკოს სანაპირო დაცვამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, დახლას პროვინციის სანაპიროსთან 130 სენეგალელი არალეგალური მიგრანტი გადაარჩინა.

მაროკოს ოფიციალური სააგენტო MAP-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სანაპირო დაცვის ძალებმა დაადგინეს ნავის ადგილმდებარეობა, რომელსაც არალეგალები გადაჰყავდა. ამავე ინფორმაციით, გადარჩენილი არალეგალები შესაბამის უწყებებს გადაეცათ.

გავრცელებული ინფორმაციით, არალეგალების ნავი ესპანეთის გავლით, კანარის კუნძულებისკენ მიემართებოდა.

მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ წლის პირველ ხუთ თვეში აღიკვეთა 25,519 არალეგალური მიგრაციის მცდელობა და გადაარჩინეს 3,150 არალეგალური მიგრანტი.

თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მაროკო, ევროპულ სანაპიროებთან ყველაზე ახლოს მყოფი ქვეყანაა, რომლსაც არალეგალი მიგრანტები იყენებენ სატრანზიტო პუნქტად.



მსგავსი ინფორმაციები