ზაპოროჟიაზე რუსეთის მორიგ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ზაპოროჟიაზე რუსეთის მორიგ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

2023218
ზაპოროჟიაზე რუსეთის მორიგ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქალაქ ზაპოროჟიაზე რუსეთის ახალი თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.

ზელენსკიმ ტელეგრამის არხზე თავის პოსტში განაცხადა, რომ ქალაქი ზაპოროჟია ყოველდღიურად ექვემდებარება რუსეთის თავდასხმებს.

„თავდასხმის შედეგად სამოქალაქო შენობაში ხანძარი გაჩნდა. 1 ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს, არიან დაშავებულებიც. შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ადგილზე აგრძელებენ აუცილებელ სამუშაოს. რუსული ტერორიზმი აუცილებლად დამარცხდება“, განაცხადა ზელენსკიმ.

მეორეს მხრივ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა და 9 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.



მსგავსი ინფორმაციები