რელიგიურ კონფლიქტს კიდევ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

რელიგიურ კონფლიქტს კიდევ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

2023468
რელიგიურ კონფლიქტს კიდევ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ნიგერიაში, პლატოს შტატში, სადაც  დროდადრო რელიგიური კონფლიქტები ხდება, მორიგი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით კიდევ 21 ადამიანი დაიღუპა.

ნიგერიის კრიზისის მსხვერპლთა და ემანსიპაციის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელმა, სოლომონ მვანტირიმ განაცხადა, რომ შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც დილით ადრე მივიდნენ პლატოს შტატის ბარკინ ლადის რეგიონში, შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს.

რეგიონში ინციდენტის შემდეგ სპეცრაზმის დანაყოფები იქნენ მივლინებული რა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიის პლატოს შტატში დროდადრო, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის ძალადობა ხდება. გასულ თვეში შტატში ჩატარებული ოპერაციების დროს 130 უკანონო იარაღი ამოიღეს.

პლატოს გუბერნატორმა კალებ მუტფუანგმა განაცხადა, რომ ბოლო 3 თვეში რელიგიური კონფლიქტების შედეგად 300-ზე მეტმა ადამიანმა დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #რელიგიური კონფლიქტი , #ნიგერია

მსგავსი ინფორმაციები