ზელენსკი: „რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა „ძნელად“ და „ნელა“ პროგრესირებს

ზელენსკი: „რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა „ძნელად“ და „ნელა“ პროგრესირებს

2022183
ზელენსკი: „რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა „ძნელად“ და „ნელა“ პროგრესირებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა „ძნელად“ და „ნელა“ პროგრესირებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ, სამხრეთ ამერიკულ მედია საშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა.

„კონტრშეტევა რთულია. მიმდინარეობს, ალბათ, უფრო ძნელად და ნელა, ვიდრე ეს ვიღაცებს სურს. ძალიან რთულია ასე დიდ ხანს ომი. ძალიან რთულია, როდესაც ამა თუ იმ იარაღის დეფიციტი გაქვს. ყველაფერი ეს ძალიან რთულია, ვინაიდან, ეს ომია. უბრალოდ ვიცი, რომ ჩვენთვის რთულია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ რუსებისთვის უფრო რთულია. ჩვენს თვალებში დაღლილობაა, მათ თვალებში შიშია. უკრაინა არ აპირებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ომის გაგრძელებას. ეს არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი. ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას ვახდენთ და ამაშია სხვაობა. მათ აქვთ დასაბრუნებელი ადგილი, ჩვენ არა“, - განაცხადა ზელენსკიმ.


საკვანძო სიტყვები: #კონტრშეტევა , #რუსეთი , #ზელენსკი

მსგავსი ინფორმაციები