ყირგიზეთ-ტაჯიკეთის სასაზღვრო შეთანხმება

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის სასაზღვრო შეთანხმება

2022190
ყირგიზეთ-ტაჯიკეთის სასაზღვრო შეთანხმება

ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის 970-კილომეტრიანი საზღვრის სადავო 503-კილომეტრიანი მონაკვეთის 101,9 კილომეტრზე შეთანხმება მიღწეულია.

ყირგიზეთის მთავრობის პრესცენტრის განცხადებით, დუშანბეში მიმდინარე მოლაპარაკების ფარგლებში, ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვრის 101,9 კილომეტრიანი ნაწილი განისაზღვრა და მხარეებს შორის შეთანხმებას იქნა მიღწეული.

შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთმა დახურა თავისი საბაჟო კარი ტაჯიკეთთან 2021 წლის 21 მაისიდან საზღვრის საკითხის გადაწყვეტამდე, 2021 წლის 28-30 აპრილს სადავო სასაზღვრო ზონაში წარმოებული კონფლიქტის გამო.

ბოლო კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის გასული წლის 14 სექტემბერს დაიწყო და ორივე მხრიდან ათობით ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები