ეთიოპიაში შეტაკებები გრძელდება

ეთიოპიაში შეტაკებები გრძელდება

2020284
ეთიოპიაში შეტაკებები გრძელდება

ეთიოპიის ჩრდილოეთ ნაწილში არმიასა და ამჰარის მილიციას შორის შეტაკებები გრძელდება, რომლებიც ჯერ არმიის გვერდით იბრძოდნენ ტიგრაის ამბოხებულების წინააღმდეგ, მაგრამ უარი თქვეს განიარაღებაზე სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამჰარის რეგიონში არმიასა და ამჰარის მილიციას შორის შეტაკების შემდეგ ინტერნეტზე წვდომაც შეწყდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონში მიმდინარე შეტაკებების შედეგად მრავალი სამოქალაქოც დაშავდა.

ცნობისათვის, 2022 წლის ნოემბერში ტიგრეის სახალხო განმათავისუფლებელ ფრონტთან (TPLF) სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ფედერალურმა მთავრობამ დაიწყო რეგიონის ყველა შეიარაღებული ორგანიზაციის განიარაღება.

დაჯგუფება „ფანოს“ წევრებმა, რომლებმაც არ დაემორჩილნენ ფედერალური მთავრობის მოწოდებას, არმიასთან შეტაკება დაიწყეს.

თავის მხრივ, სუდანმა უსაფრთხოების მიზეზების გამო ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ეთიოპიასთან, დაკეტა სასაზღვრო გამშვები პუნქტი.  



მსგავსი ინფორმაციები