ერდოღან-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდნენ პუტინის თურქეთში ვიზიტზე

2019303
ერდოღან-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდნენ პუტინის თურქეთში ვიზიტზე.

ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტა ერდოღანმა თავის რუს კოლეგას, ტყის ხანძრებთან საბრძოლველად რუსეთის მიერ გაგზავნილი 2 სახანძრო თვითმფრინავისთვის და რუსი ტურისტების დასასვენებლად თურქეთის არჩევაში შეტანილი წვლილის გამო მადლობა გადაუხადა.

სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ არ უნდა გადაიდგას ნაბიჯები დაძაბულობის ესკალაციისთვის რუსეთ-უკრაინის ომის დროს, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლიდან მიმდინარეობს. პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის ინიციატივის მნიშვნელობას, რომელსაც ის „მშვიდობის ხიდად“ მიიჩნევს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის ინიციატივის გრძელვადიანი გათიშვა არავის სარგებელს არ მოუტანს და რომ ყველაზე მეტად დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები დაზარალდებიან. პრეზიდენტმა ერდოღანმა დასძინა, რომ მარცვლეულის ფასები, რომელიც შემცირდა 23 პროცენტით, ბოლო ორ კვირაში 15 პროცენტით გაიზარდა.

სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა ბოლოს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს ინტენსიურ ძალისხმევას და დიპლომატიას შავი ზღვის ინიციატივის გასაგრძელებლად.   



მსგავსი ინფორმაციები