უნგრეთში შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე კენჭისყრა ვერ შედგა

უნგრეთში შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე კენჭისყრა ვერ შედგა

2018443
უნგრეთში შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე კენჭისყრა ვერ შედგა

უნგრეთის პარლამენტში შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე კენჭისყრა გადაიდო. უნგრეთში, ოპოზიციის მიერ ინიცირებულ სპეციალურ საპარლამენტო სესიაზე კვორუმის არ არსებობის გამო,  შვედეთის ნატოში გაწევრიანების კენჭისყრა ვერ შედგა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ოპოზიციური პარტიის დეპუტატების მიერ ინიცირებულ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომას მმართველი პარტიის დეპუტატები წინააღმდეგობის გამო შეხვედრას არ დაესწრნენ. შეხვედრაზე, შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი უნდა დამტკიცებულიყო.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ, 11 ივლისს განაცხადა, რომ შვედეთის მიერ ნატოში გაწევრიანების დამტკიცება ამჟამად „უბრალოდ ტექნიკური საკითხია“.

თავის მხრივ, უნგრეთმა 28 ივნისს გამოაცხადა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციის სესია შემოდგომამდე გადაიდო.


საკვანძო სიტყვები: #კენჭისყრა , #ნატო , #შვედეთი , #უნგრეთი

მსგავსი ინფორმაციები