პაკისტანში ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დეაშ-მა აიღო

პაკისტანში ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დეაშ-მა აიღო

2018457
პაკისტანში ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დეაშ-მა აიღო

პაკისტანში ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დეაშ-მა აიღო

ტერორისტულმა ორგანიზაციამ დეაშ-მა აიღო პასუხისმგებლობა პაკისტანის ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში კოალიციური მთავრობის ერთ-ერთი პარტნიორის, ისლამური ულემების საზოგადოების (JUI-F) კონგრესის ყრილობაზე თავდასხმაზე, რა დროსაც 54 ადამიანი დაიღუპა.

ტერორისტულმა ორგანიზაციამ მომხდარზე პასუხისმგებლობა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული გზავნილით აიღო.

ისლამური ულემების საზოგადოების წევრების მიერ ორგანიზებულ კონგრესზე თავდასხმამ ხეიბერ-პახტუნხვას ბაჯაურის რაიონში 54 ადამიანი იმსხვერპლა და 200-მდე კი დაშავდა.


საკვანძო სიტყვები: #ტერაქტი , #პაკისტანი

მსგავსი ინფორმაციები