ზელენსკი: ომი ნელ-ნელა რუსეთის ტერიტორიაზე ბრუნდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომი ნელ-ნელა ბრუნდება რუსეთის ტერიტორიაზე და ეს გარდაუვალი პროცესია.

2017923
ზელენსკი: ომი ნელ-ნელა რუსეთის ტერიტორიაზე ბრუნდება

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომი ნელ-ნელა ბრუნდება რუსეთის ტერიტორიაზე და ეს გარდაუვალი პროცესია.

ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეო განცხადებაში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მიმდინარეობა შეაფასა.

ზელენსკიმ თქვა, რომ „რუსული აგრესია ბრძოლის ველზე გაკოტრდა“ და დაამატა: „დღეს არის ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციის 522-ე დღე, რომელიც რუსეთის ხელისუფლება ელოდა, რომ ერთი-ორი კვირა გაგრძელდებოდა. უკრაინა ძლიერდება. ომი ნელ-ნელა უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას, მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებს და ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და სამართლიანი პროცესია“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა, რომ უკრაინის მცდელობა განეხორციელებინა უპილოტო საჰაერო აპარატებით თავდასხმა მოსკოვის რეგიონის ობიექტებზე აღკვეთილი იქნა და უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა კი სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა, მაგრამ ჩამოვარდნილი დრონები მოსკოვის ზოგიერთ კოშკს დაეჯახა, რის შედეგადაც დაზიანება მოხდა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეორეს მხრივ, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ზოგიერთ კადრში ჩანს, რომ მოსკოვის ქალაქის რაიონში, სადაც მოსკოვის ცათამბჯენები მდებარეობს, ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის გამო აფეთქება მოხდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე 24 და 28 ივლისს უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.


საკვანძო სიტყვები: #ზელენსკი , #რუსეთი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები