გუშინ ერდოღან-ბაიდენის შეხვედრა გაიმართა

ლიდერების შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა

2010004
გუშინ ერდოღან-ბაიდენის შეხვედრა გაიმართა

ლიეტუვაში ნატოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა სამიტის ფარგლებში პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა.

ლიდერების შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „მე მჯერა, რომ დროა სტრატეგიული მექანიზმის ფარგლებში (აშშ-თან) სახელმწიფოს მეთაურების დონეზე კონსულტაციები ჩატარდეს. შეხვედრას ამის პირველ ნაბიჯად მივიჩნევ. ჩვენი წინა შეხვედრები პრეზიდენტ ბაიდენთან მომზადების ტურებს ჰგავდა. მაგრამ ახლა ჩვენ ვიწყებთ ახალ პროცესს“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ბაიდენმა დაურეკა მას და მიულოცა მაისში თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ და შეერთებული შტატების პრეზიდენტს უთხრა: „წარმატებებს გისურვებთ მომავალ საარჩევნო პროცესში“.

თავის მხრივ, ბაიდენმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს მის მიერ წარმოებული დიპლომატიური საქმიანობისთვის და ლიდერობისთვის და გამოხატა კმაყოფილება თურქეთის განცხადებით, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლი გადაეგზავნება თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისს (TBMM).

ნატოს სამიტს "ისტორიული" უწოდა ბაიდენმა და ასევე გაიმეორა ალიანსის თავდაცვის გაძლიერების დაპირება.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ერდოღანმა წარმატება უსურვა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენმა მას მადლობა გადაუხადა და უთხრა: „მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში“.


საკვანძო სიტყვები: #ბაიდენი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები