პაკისტანში მუსონური წვიმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა

პაკისტანში მუსონური წვიმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა

2009450
პაკისტანში მუსონური წვიმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა

 

25 ივნისიდან მოყოლებული ძლიერი მუსონური წვიმების გამო პაკისტანში დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა.

კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს (NDMA) განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ძლიერი წვიმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა პენჯაბის, სინდისა და ბელუჯისტანის პროვინციებში.

25 ივნისის შემდეგ ქვეყანაში ძლიერი მუსონური წვიმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 142-მდე გაიზარდა.

მუსონური წვიმები ყოველწლიურად ივნის-სექტემბერში პაკისტანს დიდ ზარალს აყენებს.

გასულ წელს პაკისტანში 1739 ადამიანი დაიღუპა მუსონური წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო. გამოცხადდა, რომ წყალდიდობის სტიქიამ ქვეყანას 30 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ზარალი მიაყენა.

 


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #პაკისტანი

მსგავსი ინფორმაციები