ინდოეთში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილოეთ რეგიონებში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა

2009288
ინდოეთში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილოეთ რეგიონებში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა.

India Today-ის ინფორმაციის თანახმად, ძლიერი წვიმა და ქარი იყო ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ბევრ რეგიონში.

რეგიონის მაღალ რაიონებში მომხდარ მეწყერს სულ მცირე 15 ადამიანი შეეწირა.

ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახური (IMD) იტყობინება, რომ 24 საათში ნიუ დელიში 153 კილოგრამი ნალექი მოვიდა კვადრატულ მეტრზე, რაც 1982 წლის შემდეგ ერთ დღეში დაფიქსირებული ნალექის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ნიუ-დელის მაცხოვრებლებისთვის „ყვითელი განგაში“ გამოაცხადა ზომიერი ძლიერი წვიმის პროგნოზის გამო.

ძლიერმა წვიმამ დატბორა პარკები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ბაზრები და საავადმყოფოების შენობები, რამაც გადაადგილების პრობლემები გამოიწვია.

ინდოეთის წყლის ცენტრალური კომისიის (CWC) განცხადებაში აღინიშნა, რომ დელიში მდინარე იამუნას წყლის დონემ მოიმატა და სავარაუდოდ 11 ივლისს საფრთხის ზღვარს 205,33 მეტრს გადააჭარბებს.


საკვანძო სიტყვები: #მეწყერი , #ინდოეთი

მსგავსი ინფორმაციები