პუტინმა „ვაგნერის“ ქმედებას „შეიარაღებული აჯანყება“ უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ვინც იარაღს მიმართავს საზოგადოებისკენ, დაისჯება.

2003877
პუტინმა „ვაგნერის“ ქმედებას „შეიარაღებული აჯანყება“ უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ვინც იარაღს მიმართავს საზოგადოებისკენ, დაისჯება.

რუსეთის სახელმწიფოსა და უსაფრთხოების კომპანია „ვაგნერს“ შორის არსებული კრიზისის შემდეგ პრესკონფერენციაზე პუტინმა „ვაგნერის“ ქმედებას „შეიარაღებული აჯანყება“ უწოდა.

პუტინმა თქვა, რომ იგი ესაუბრა ყველა ფრონტზე მეთაურებს, არმია გმირულად იბრძვის და მიმართა რუსეთის მოქალაქეებს, ჯარისკაცებს, უშიშროების ძალებს და მათ, ვისაც "ტყუილითა და მუქარით უბიძგეს შეიარაღებული აჯანყების გზისკენ" და თქვა: „ამ წუთებში ჩვენი ხალხის მომავალი წყდება და ყველა ძალას გაერთიანება სჭირდება, ყოველგვარი ჩხუბის გვერდზე გადადებაა საჭირო“.

„ჩვენ აღარ დავუშვებთ რუსეთის გაყოფას. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხალხს“. - თქვა პუტინმა და დაამატა, რომ რუსეთის არმიამ მიიღო საჭირო ბრძანებები შეიარაღებული აჯანყების ორგანიზატორების გასანეიტრალებლად.

პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვინც შეიარაღებული აჯანყებას აპირებს, აუცილებლად დაისჯება და პასუხს აგებს კანონის და საზოგადოების წინაშე.

მან ვაგნერის კრიზისი შეაფასა, როგორც საზოგადოების გაყოფის მცდელობა და ხალხისთვის ზურგში სროლა და თქვა: „ჩვენ ჩავაბარებთ ყველანაირ გამოცდას და კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით“.

რუსული უსაფრთხოების კომპანიის „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია მათ ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და თქვა, რომ საპასუხოდ ზომები მიიღეს.

ამის შემდეგ, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ფსბ) აღძრა სისხლის სამართლის საქმე „შეიარაღებული აჯანყების“ ბრალდებით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი ვაგნერის ბრალდებები უარყო.



მსგავსი ინფორმაციები