კრიზისი რუსეთსა და "ვაგნერ"-ს შორის

„ვაგერი“-ს დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია ვაგნერზე თავდასხმის განხორციელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათ საპსასუხო ზომები მიიღეს

2003861
კრიზისი რუსეთსა და "ვაგნერ"-ს შორის

რუსული უსაფრთხოების კომპანიის „ვაგერი“-ს დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია ვაგნერზე თავდასხმის განხორციელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათ საპსასუხო ზომები მიიღეს.

პრიგოჟინმა ტელეგრამით გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ რუსული არმია თავს დაესხა ვაგნერის ბანაკებს და ვაგნერის ბევრი ჯარისკაცი დაიღუპა.

"ისინი, ვინც დღეს ჩვენი კაცები დახოცეს და ათიათასობით რუსი ჯარისკაცის დაღუპვა გამოიწვიეს, დაისჯებიან. ნებისმიერს, ვინც წინ გადაგვიდგება საფრთხედ მივიჩნევთ და მაშინვე გავანადგურებთ. ნუ ეცდებით ჩვენი გზის გადაკეტვას. მას შემდეგ რაც დავასრულებთ იმას, რაც დავიწყეთ, ჩვენ დავბრუნდებით ფრონტზე და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის დაცვას“. - თქვა პრიგოჟინმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელებში ვაგნერის ბანაკებთან დაკავშირებული კადრები "ყალბი" და "პროვოკაციაა".

"ის რასაც პრიგოჟინი და მისი მომხრეები აკეთებენ არის შეიარაღებული აჯანყება". - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრიგოჟინის განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება და დამატებულია: „ფსბ-მ (უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა) აღძრა სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყების მოწოდების წინააღმდეგ. ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დასრულდეს უკანონო ქმედებები“.

კრიზისის გამო უკრაინის საზღვართან ახლოს რუსეთის რეგიონებში უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, ვაგნერის ჯგუფმა ევგენი პრიგოჟინის მეთაურობით ალყა შემოარტყა რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბის შენობას დონის როსტოვში.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მათ როსტოვში სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის სამხედრო აეროპორტზე კონტროლი დაამყარეს.

ფსბ-მ მოუწოდა ვაგნერის წევრებს არ დაუშვან შეცდომა, არ დაემორჩილონ პრიგოჟინის დანაშაულებრივ ბრძანებებს და იგი დააკაონ.


საკვანძო სიტყვები: #პუტინი , #პრიგოჟინი , #ვაგნერი , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები