აფეთქება რესტორანში

დაიღუპა ათეულობით ადამიანი

2002833
აფეთქება რესტორანში

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ იინჩუანში რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით 31 ადამიანი დაიღუპა.

ჩინური სააგენტო „სინხუას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მწვადის რესტორანში თხევადი ნავთობის დაღვრამ გამოიწვია. პირველადი მონაცემებით სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა.

სააგენტოს ცნობით, მომხდარის შედეგად კიდევ შვიდი ადამიანი მკურნალობის ქვეშაა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

აფეთქება ჩინეთში Dragon Boat-ის (დრაკონის ნავების) სამდღიანი ფესტივალის წინა დღეს მოხდა.



მსგავსი ინფორმაციები