აჯანყება ქალთა ციხეში

არის მსხვერპლი

2002507
აჯანყება ქალთა ციხეში

ჰონდურასის ერთ-ერთ ქალთა ციხეში მომხდარ არეულობას 41 ადამიანი შეეწირა. არეულობა დედაქალაქ ტეგუსიგალპას მახლობლად მდებარე ქალაქ ტამარაში მოხდა.

ჰონდურასის უშიშროების მინისტრმა იულისა ვილანუევამ განაცხადა, რომ არეულობისას 41 ადამიანი დაიღუპა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ციხეში ბუნტის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ზოგიერთი პატიმარი დაზიანებებით გაათავისუფლეს.

არეულობის დროს ციხეში ხანძარი გაჩნდა.

თავდასხმის შედეგად დაშავებულმა ერთმა პატიმარმა თქვა, რომ ბუნტი მაშინ დაიწყო, როცა პატიმრების ჯგუფი AR-15 ავტომატებით მივიდა ციხის პირველ საკანში და ცეცხლი გაუხსნა მათ შიგნით.

ჰონდურასის პრესაში გავრცელებულ ინფორმაციებში ნათქვამია, რომ დაღუპულ პატიმართა უმრავლესობის ცხედრები დამწვრობით იპოვეს და აცხადებდნენ, რომ თავდამსხმელები სახელწოდებით „18 ბანდის“ წევრები იყვნენ.

ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა იდენტიფიცირება გრძელდება.

მსგავსი ფაქტები აღნიშნულ ქვეყენაში ხშირია.

ცნობისათვის, ჰონდურასში 2012 წელს კი ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა 350-ზე მეტი პატიმარი, ხოლო 2019 წელს მომხდარი ჩხუბის დროს 18 პატიმარი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #ქალთა ციხე , #ჰონდურასი

მსგავსი ინფორმაციები