გაეროს ორგანიზაციების გაფრთხილება სირიის კრიზისის შესახებ

გაეროს ორგანიზაციების გაფრთხილება სირიის კრიზისის შესახებ

1999833
გაეროს ორგანიზაციების გაფრთხილება სირიის კრიზისის შესახებ

გაეროს ჰუმანიტარულმა სააგენტომ (OCHA), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) განაცხადეს, რომ სირიის ომის გავლენამ ადამიანებზე მიაღწია „ასტრონომიულ“ განზომილებებს.

გაეროს აღნიშნულმა სამმა ორგანიზაციამ სირიისთვის ბრიუსელის მე-7 კონფერენციის ფარგლებში წერილობითი განცხადება გააკეთა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სირიაში ომი მეორე მსოფლიო ომზე ორჯერ მეტ ხანს გაგრძელდა, ხოლო სირიელებზე, ლტოლვილებსა და მეზობელ ქვეყნებზე ომის „ადამიანური ღირებულება“ „ასტრონომიული“ იყო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში 15 მილიონზე მეტ ადამიანს ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება და დაცვა, ხოლო 13 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია.

ამავე განცხადების მიხედვით, თურქეთში, ეგვიპტეში, ერაყში, იორდანიასა და ლიბანში 13,5 მილიონ ადამიანს სჭირდება გრძელვადიანი მხარდაჭერა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ყოველი ოთხი სირიელი ბავშვიდან ერთის განვითარებისთვის, საერთაშორისო საზოგადოების სერიოზული ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო.

განცხადებაში აღინიშნა, რომ სირიისთვის გამოცხადებული დახმარების გეგმები საკმარისად არ იყო დაფინანსებული რა, მიუხედავად გლობალური ეკონომიკური ზეწოლის გავლენისა, ეგვიპტემ, იორდანიამ, ერაყმა, ლიბანმა და თურქეთმა დიდი ტვირთი აიღეს საერთაშორისო საზოგადოების სახელით.



მსგავსი ინფორმაციები