ჩაძირული ნავის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ჩაძირული ნავის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

1999831
ჩაძირული ნავის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ნიგერიაში, ნიგერის შტატში გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 106-მდე გაიზარდა. ნავის მგზავრები ქორწილიდან ბრუნდებოდნენ.

კვარას შტატის პოლიციის სპიკერმა ოკასანმი აჯაიმ განაცხადა, რომ 12 ივნისს ნავის ჩაძირვის შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა.

აჯაიმ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება,  144 ადამიანი უკვე გადაარჩინეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქორწილიდან დაბრუნებულების ნავი, რომელშიც დაახლოებით 300 ადამიანი იმყოფებოდა, მდინარე ნიგერში ხეს შეეჯახა და ჩაიძირა.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიის წვიმების სეზონზე მდინარეებში დროდადრო მსგავსი კატასტროფები ხდება.

გასულ თვეში ქვეყნის სოკოტოს შტატში სამგზავრო გემის ჩაძირვის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები