ნავის კატასტროფა: სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა

ნავის კატასტროფა: სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა

1999269
ნავის კატასტროფა: სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში, ნიგერის შტატში გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა. ნავის მგზავრები ქორწილიდან ბრუნდებოდნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქორწილიდან დაბრუნებულების ნავი მდინარე ნიგერში ხეს შეეჯახა და ჩაიძირა.

პირველადი მონაცემებით, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა და მრავალი გაუჩინარდა.

კვარას შტატის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ავარიის შედეგად დაკარგულთა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიის წვიმების სეზონზე მდინარეებში დროდადრო მსგავსი კატასტროფები ხდება.

გასულ თვეში ქვეყნის სოკოტოს შტატში სამგზავრო გემის ჩაძირვის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #ქორწილი , #ნიგერია , #ჩაიძრა , #ნავი

მსგავსი ინფორმაციები