შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

1998467
შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში, ნიგერის შტატში შეიარაღებული თავდასხმების შედეგად ბოლო მონაცემებით 25 ადამიანი დაიღუპა, მრავალი კი გაიტაცეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა, რომელთა ვინაობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, თავს დაესხნენ ნიგერის შტატის 5 სოფელს.

თავდასხმებს 25 ადამიანი ემსხვერპლა, მრავალი კი გაიტაცეს.

ნიგერის შტატის პოლიციის პრესსპიკერმა ვასიუ აბიოდუნმა დაადასტურა თავდასხმები და განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალები პოლიციასთან და ჯართან თანამშრომლობით რეგიონში გაგზავნეს.

ცნობისათვის, ნიგერიაში ადამიანის გატაცება ისჯება სიკვდილით, თუმცა გამოსასყიდის მიზნით მსგავსი ფაქტები ხშირია.



მსგავსი ინფორმაციები