ნიგერიაში ორი სამგზავრო ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა

არის დიდი მსხვერპლი

1995392
ნიგერიაში ორი სამგზავრო ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა

ნიგერიაში ორი სამგზავრო ავტობუსის ერთმანეთზე შეჯახების შედეგად ბოლო მონაცემებით, 18 ადამიანი დაიღუპა. ავარია, კანოს შტატში მოხდა.

ეროვნული საგზაო უსაფრთხოების კანოს შტატის კოორდინატორმა იბრაჰიმ სალაუ აბდულაჰიმ განაცხადა, რომ კანო-ჯიგავას გზატკეცილზე ზაკირაის რეგიონში ორი სამგზავრო ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.

აბდულაჰის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.

აბდულაჰიმ აღნიშნა, რომ დაშავებულები მიმდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს, რომელთაგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ, შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #შეჯახება , #ავტობუსი , #ნიგერია

მსგავსი ინფორმაციები