პესკოვი: „ერდოღანი და პუტინი უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრას გამართავენ“

პესკოვი: „ერდოღანი და პუტინი უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრას გამართავენ“

1993728
პესკოვი: „ერდოღანი და პუტინი უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრას გამართავენ“

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირისპირ შეხვედრას გეგმავენ.

დიმიტრი პესკოვმა დედაქალაქ მოსკოვში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

პესკოვმა კითხვაზე, უახლოეს მომავალში ერდოღანი და პუტინი პირისპირ შეხვედრას თუ გეგმავენ, ასეთი პასუხი გასცა: „როდესაც პუტინმა დაურეკა ერდოღანს და მიულოცა მას არჩევნებში გამარჯვება, ორივე ლიდერმა უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრის თაობაზეც შეთანხმდნენ. ახლა კი იმის მუშაობა გრძელდება, თუ სად და როდის უნდა გაიმართოს ეს შეხვედრა. ახლა სწორედ ამასთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება“.



მსგავსი ინფორმაციები