ავიაკატასტროფა ტუნისში
ავიაკატასტროფა ტუნისში
1992144
ტუნისში ორი მსუბუქი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 2 ფრანგი ტურისტი დაიღუპა, 2 დაშავდა.
ტუნისის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის სამხრეთით უდაბნოში, ქალაქ ტუზერში, ორი ერთძრავიანი მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელთაგან ერთ-ერთი თვითმფრინავი მთლიანად დაიწვა. მთლიანად დამწვარ თვითმფრინავში 2 ადამიანი იმყოფებოდა, ორივე დაიღუპა. მეორე თვითმფრინავში მყოფი 2 ადამიანი კი დაშავდა.
ამავე ინფორმაციით დაღუპულებიც და დაშავებულებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან.
მეორეს მხრივ, გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფათა დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
მსგავსი ინფორმაციები
ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს
ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს