გერმანია უკრაინას ევროკავშირის წევრობის საკითხში მხარს უჭერს

გერმანია უკრაინას ევროკავშირის წევრობის საკითხში მხარს უჭერს

1989921
გერმანია უკრაინას ევროკავშირის წევრობის საკითხში მხარს უჭერს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მხარი დაუჭირა უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებაში და მოუწოდა ბრძოლა გააგრძელოს ევროპული მომავლისთვის.

ოლაფ შოლცმა ამის შესახებ, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ 160 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ჩვენი კონტინენტის ისტორიის მწარე პერიოდი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შექმნა თავისი იმპერიალისტური სიგიჟით, სუვერენული უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიან წევრად გაწევრიანებით დასრულდება“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

კანცლერმა ბოლოს, კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინელი ერის მხარდაჭერას, რომლებიც იცავენ თავიანთ თავისუფლებას.



მსგავსი ინფორმაციები