ნიგერიაში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებზე თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიაში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებზე თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

1988287
ნიგერიაში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებზე თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ანამბრას შტატში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლებზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.

ანამბრას შტატის პოლიციის უფროსმა ეჩენგ ეჩენგმა პრესის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ 16 მაისს ოგბარუს რეგიონში ამერიკელ თანამშრომლებზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.

ეჩენგის თქმით, 2 ადამიანი კვლავ დაკარგულია. მან ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმის შემდეგ ტერორისტული ორგანიზაცია „ბიაფრას ადგილობრივი ხალხი“-ს (IPOB) წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა და მისი ორი წევრი დააკავეს.

ანამბრას შტატში 16 მაისს ჰუმანიტარული მისიით ჩასული ამერიკის საელჩოს თანამშრომლებზე ოგბარუს რეგიონში თავდასხმის შედეგად პირველადი მონაცემებით, ამერიკის საელჩოს 2 ადგილობრივი პერსონალი და 2 პოლიციელი დაიღუპა.

პრეზიდენტმა ბუჰარიმ დაგმო თავდასხმა და პირობა დადო, რომ დამნაშავეები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. ქვეყანაში მსგავს ქმედებებს IPOB-ი დროდადრო ახორციელებს.

მილიონობით ადამიანი დაიღუპა სამოქალაქო ომში, რომელიც დაიწყო 1967 წელს, როდესაც „ბიაფრას ხალხმა“ ნიგერიის სამხრეთში ბიაფრას დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსების მოთხოვნით ამბოხი დაიწყო.

ბიაფრას რესპუბლიკა, რომელიც დაარსდა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1967 წელს, სამოქალაქო ომის ბოლოს ნიგერიის სუვერენიტეტის ქვეშ დაბრუნდა.



მსგავსი ინფორმაციები