ტომობრივი კონფლიქტი პაკისტანში: არის დიდი მსხვერპლი

ტომობრივი კონფლიქტი პაკისტანში: არის დიდი მსხვერპლი

1987324
ტომობრივი კონფლიქტი პაკისტანში: არის დიდი მსხვერპლი

პაკისტანის ხეიბერ-პახტუნხვას პროვინციაში ქვანახშირის მაღაროზე პრეტენზიის მქონე ორ ტომს შორის კონფლიქტის შედეგად ბოლო მონაცემებით 15 ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა.

ეროვნული მედიის ცნობით, კონფლიქტი „სუნი ხელ“ და „ზარღუნ ხელ“ ტომებს შორის მოხდა, რომლებიც ქვანახშირის მაღაროზე, კუთვნილებასთან დაკავშირებით პრეტენზიებს აცხადებდნენ.  

მხარეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ბოლო მონაცემებით 15 ადამიანი დაიღუპა, მრავალი კი დაშავდა.

თავის მხრივ, პოლიციაში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

პოლიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ორ ტომს შორის 2019 წლიდან არის უთანხმოება აღნიშნულ ქვანახშირის მაღაროს საკითხთან დაკავშირებით.



მსგავსი ინფორმაციები