ნიგერიაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებზე თავდასხმა: დაიღუპა 4 ადამიანი

ნიგერიაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებზე თავდასხმა: დაიღუპა 4 ადამიანი

1987309
ნიგერიაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებზე თავდასხმა: დაიღუპა 4 ადამიანი

ნიგერიაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებზე თავდასხმა: დაიღუპა 4 ადამიანი.

პირველადი მონაცემებით, ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ანამბრას შტატში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ანამბრას შტატში, ოგბარუს რეგიონში თავს დაესხნენ აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც იქ ჰუმანიტარული დახმარების მისიით იმყოფებოდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაშავდა.

ანამბრას შტატის პოლიციის პრესსპიკერმა ტოჩუკვუ იკენგამ დაადასტურა თავდასხმა და განაცხადა, რომ რეგიონში უსაფრთხოების ძალებია გაგზავნილი.

მეორე მხრივ, აბუჯაში მდებარე აშშ-ს საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი პერსონალი თანამშრომლობს ნიგერიის უსაფრთხოების სამსახურებთან მომხდარის გამოსაძიებლად.

სინგერიის სამხრეთში ტერორისტული ორგანიზაცია „ბიაფრას ადგილობრივი ხალხები“ (IPOB) დროდადრო ასეთ თავდასხმებს ახორციელებს.

 „ბიაფრას ხალხის“ ნიგერიის სამხრეთით ბიაფრას დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მოთხოვნით 1967 წელს ამბოხით დაწყებულ სამოქალაქო ომში მილიონობით ადამიანი დაიღუპა.

ბიაფრას რესპუბლიკა, რომელიც დაარსდა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1967 წელს, სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ნიგერიის სუვერენიტეტის ქვეშ დაბრუნდა.



მსგავსი ინფორმაციები