უკრაინა: რუსეთმა კიევი დაბომბა

უკრაინამ გამოაცხადა, რომ რუსული ძალები ღამით დედაქალაქ კიევს თავს დაესხა

1986843
უკრაინა: რუსეთმა კიევი დაბომბა

 

უკრაინამ გამოაცხადა, რომ რუსული ძალები ღამით დედაქალაქ კიევს თავს დაესხა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის იერიშების გამო დედაქალაქში სირენების ხმა გაისმა და ბევრი აფეთქება მოხდა.

უკრაინის ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, თავი შეიკავონ ფანჯრებთან მიახლოებისგან.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩომ განაცხადა, რომ რაკეტების ნაწილი ქალაქის ცენტრალურ რაიონებში, მათ შორის ზოოპარკში ჩამოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ თავდასხმები დრონებითა და რაკეტების გამოყენებით მოხდა და იგი "განსაკუთრებული ინტენსივობის" იყო.


საკვანძო სიტყვები: #კიევი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები