გერმანია უკრაინას იარაღას კიდევ გაუგზავნის

გერმანიის მთავრობა უკრაინას 2,7 მილიარდი ევროს ღირებულების ახალ იარაღსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის

1986018
გერმანია უკრაინას იარაღას კიდევ გაუგზავნის

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა უკრაინას 2,7 მილიარდი ევროს ღირებულების ახალ იარაღსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის.

თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გერმანია უკრაინას დამატებით 20 Marder-ის ტიპის ჯავშანტექნიკას, 30 Leopard-1 საბრძოლო ტანკს და 4 Iris-T-SLM საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2,7 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც უკრაინას გადაეცემა, იქნება ერთდროული ყველაზე დიდი მხარდაჭერა, რომელსაც გერმანია გაუწევს უკრაინას რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.

გერმანიამ დღემდე უზრუნველყო 2,75 მილიარდი ევროს შეიარაღების მხარდაჭერა.

თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაგზავნილი სამხედრო მასალა კიდევ ერთხელ აჩვენებს მისი ქვეყანა რამდენად სერიოზულია მხარდაჭერის მიწოდებაში.

"ყველას უნდა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული საშინელი ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონებს, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. სამწუხაროდ, ეს ჯერ არ ჩანს. ამიტომ გერმანია სანამ საჭირო იქნება, რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს, დაეხმარება ყველანაირად, რაც შეუძლია“. - თქვა მინისტრმა.

გერმანიამ ამ დროისთვის უკრაინაში გაგზავნა 18 ტანკი Leopard-2, 40 Marder-ის ტიპის ჯავშანტექნიკა, 34 Gepard-ის საზენიტო ტანკი, 2 ჯავშანმაშველი მანქანა, 2 Wisent ტანკი, 2 საჰაერო თავდაცვის სისტემა Iris და პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემა. გარდა ამისა, მიწოდებული იქნა 18 ბორბლიანი ჰაუბიცა, საარტილერიო საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემების მართვადი რაკეტები, 4 İris -ის საცეცხლე ნაწილი და 12 İris-ის გამშვები.



მსგავსი ინფორმაციები