უკრაინა: „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გახანგრძლივებაზე ვმუშაობთ“

უკრაინა: „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გახანგრძლივებაზე ვმუშაობთ“

1985462
უკრაინა: „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გახანგრძლივებაზე ვმუშაობთ“

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ვადის გახანგრძლივებაზე.

კუბრაკოვმა სოციალურ ქსელის მეშვეობით, 10-11 მაისს სტამბოლში გამართული შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მოლაპარაკებები შეაფასა. კუბრაკოვმა განაცხადა, რომ გაერომ და თურქეთმა შესთავაზეს მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში გაგრძელდეს. „უკრაინის დელეგაცია ითხოვს მარცვლეულის საინიციატივო პერიოდის გახანგრძლივებას და ხაზს უსვამს, რომ გემების რეგისტრაცია და ინსპექტირება დაუყოვნებლად უნდა გაგრძელდეს“, - აცხადებს კუბრაკოვი სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 10-11 მაისს სტამბოლში უკრაინასთან, რუსეთთან და გაეროსთან მხარეთა კონსტრუქციული მიდგომებით სასარგებლო შეხვედრა გაიმართა.



მსგავსი ინფორმაციები