ინდოეთში ტურისტული ნავი ჩაიძირა

არის მსხვერპლი

1983764
ინდოეთში ტურისტული ნავი ჩაიძირა

ინდოეთის სამხრეთ შტატ კერალაში სავსე ტურისტული ნავის ჩაძირვისას, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სადაც სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, შიშობენ, რომ შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

მალაპურამის რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილემ, აბდულ ნაზარმა, თქვა, რომ ორსართულიანი ნავის ჩაძირვა ზედმეტმა გადატვირთულობამ გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, ნავზე დაახლოებით 50 ადამიანი იმყოფებოდა.

ფაქტს უკვე გამოეხმაურა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და დაღუპულების გამო სამძიმარი გამოცხადა ოჯახებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის სკოლის მოსწავლეებიც არიან.

კერალას სპორტისა და მეთევზეობის მინისტრმა ვ აბდურაჰიმანმა განაცხადა, რომ ჰოსპიტალიზებული სულ მცირე ოთხი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

გადარჩენილებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ შემთხვევის დროს მგზავრების უმეტესობას სამაშველო ჟილეტი არ ეცვა.


საკვანძო სიტყვები: #ჩაიძირა , #ტურისტული ნავი , #ინდოეთი

მსგავსი ინფორმაციები