აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერები ჰიროსიმაში შეხვდებიან ერთმანეთს

აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერები ჰიროსიმაში შეხვდებიან ერთმანეთს

1981601
აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერები ჰიროსიმაში შეხვდებიან ერთმანეთს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა, ჰიროსიმაში შეხვდებიან ერთმანეთს.

იაპონური სააგენტო Kyodo, აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რომელსაც არ სურს სახელის გამხელა იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იოლი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი კიშიდა სამმხრივ სამიტს ქალაქ ჰიროსიმაში 19-21 მაისს გასამართი „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტის ფარგლებში გამართავენ. ამავე ინფორმაციით, აღნიშნულმა ოფიციალურმა პირმა შეხვედრის ზუსტი თარიღი არ დაასახელა.

მეორე მხრივ, დიპლომატიური წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით, სამიტი შესაძლოა 21 მაისს, G7-ის ლიდერთა სამიტის ბოლო დღეს გაიმართოს.



მსგავსი ინფორმაციები